ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. კარიერული განვითარების სერვისების ფარგლებში დეპარტამენტი ახორციელებს ისეთ პროექტებსა და აქტივობებს, როგორებიცაა: მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე და პროფილური დასაქმების ფორუმების სერია - UNIJOBS. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელიწადში ორჯერ (შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში) ატარებს მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვეს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის, რომლის განმავლობაში ათეულობით შეხვედრა იმართება სხვადასხვა ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებთან. გარდა ამისა, დეპარტამენტის კარიერული სერვისების მიმართულება ჩართულია ვიწრო პროფილური დასაქმების ორგანიზებასა და თანაორგანიზებაში, როგორებიცაა: ჯანდაცვის დასაქმების ფორუმი (მარტი, 2025); სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ერთობლივი დასაქმების ფორუმი 2025 (აპრილი, 2025); ტექნოლოგიური ფორუმი (ივლისი, 2025). სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს უტარდებათ კარიერული განვითარების მხარდამჭერი ვორქშოფები. სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი UNIJOBS-ის ფარგლებში ახორციელებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რეგისტრაციას, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იფილტრება ვაკანსიები, სტაჟირების პროგრამები, დასაქმებასთან და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული შემოთავაზებები და ყოველდღიურად პროფილურად ეგზავნებათ აპლიკანტებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია მითითებულ ელფოსტის მისამართზე.
ასევე 2025 წლის მარტიდან სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული სერვისების ორგანიზებით დაიწყო კარიერული განვითარების პროექტი Level Up.
პროექტის მიზანია სტუდენტების მომზადება თანამედროვე შრომითი ბაზრის გამოწვევებისთვის და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.
ინტენსიური კურსი, 5 ლექცია, მოიცავს დასაქმების სფეროსთან დაკავშირებულ 10 მნიშვნელოვან თემას. მონაწილეები სწავლობენ, როგორ შეაფასონ საკუთარი რესურსი, როგორ წარმოადგინონ თავი დამსაქმებლის წინაშე თავდაჯერებულად და ჩამოაყალიბონ გრძელვადიანი კარიერული ხედვა.
ლექციებზე ადამიანური რესურსების (HR) მართვის პოლიტიკის მოწვეული პროფესიონალები მონაწილეებს უზიარებენ გამოცდილებას, რეალურ სამუშაო შემთხვევებსა და კარიერის დასაწყებად საჭირო პრაქტიკულ ცოდნას.
Level Up-ის კურსის 10 თემაა:
შეფასება
უნარ-ჩვევები
LinkedIn-ის გამოყენება
საკუთარი თავის წარმოჩენა
პროფესიონალური თვითანალიზი
რეზიუმეს (CV) შედგენა
სამოტივაციო წერილი
კავშირების დამყარება (Networking)
მოლაპარაკების ხელოვნება
გასაუბრება
კურსი ყოველსემესტრულად ტარდება და მისი გავლის შემდეგ მონაწილეები იღებენ სერტიფიკატს. ამ დრომდე პროექტს ორი ეტაპი ჩატარდა და ჰყავს 600 მონაწილე.
2025 წლის მარტიდან სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული სერვისების ორგანიზებით დაიწყო კარიერული განვითარების პროექტი Meet Up.
პროექტის მიზანია სტუდენტების მომზადება თანამედროვე შრომითი ბაზრის გამოწვევებისთვის და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა დამსაქმებლებთან უშუალო შეხვედრებით და მათი მხრიდან ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით კორპორატიულ კულტურაზე, ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებზე, ვაკანსიებზე, სტაჟირებების საშუალებებზე და ა.შ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2025-2026 წლებში ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ კომპანიებთან.
ამ წლების განმავლობაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული სერვისები აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პროფილის ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან:
● ფინანსური სექტორი: საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, ეროვნული ბანკი, ალდაგი, FinHub Georgia. IMEDI L
● საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესები: Huawei, SOCAR, APM Terminals, Carrefour, One Point, ICR, Mateks Georgia LTD, Mimino Travel, Delta Translation
Group, Gtex, IMEDI L, Aqua Geo, Megafire, Octopus, Blue Waters, LSG Solutions, Knauf. Axatya Investment. BDO Georgia. ჭიტა.
● სერვისები და ტრანსპორტი: Greenway საქართველო, სუფთა სახლი, Gastronome, Smart Photos, ახალი მზერა, კავკასიის ავტოიმპორტი. Tegeta Motors. Hydro Diagnostics.
● მედია და განათლება: პირველი არხი, Nato საქართველო, ფერადი სამყარო, მწვანე სკოლა, SOS ბავშვთა სოფელი საქართველო. Commschool. Studio Lingo. UCMAS Georgia. International Sales Institute. ბრიტანული ცენტრი
● სხვა პარტნიორები: FINA, Megaholding, TP ტელეპერფორმანსი, Gastronomé. Mega Holding