უნივერსიტეტი, რომელიც ცოდნის, კვლევისა და განვითარების სივრცეს ქმნის
ფაბლაბ ილიაუნი არის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. ფაბლაბი ხელ უწყობს ქვეყანაში არსებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს ტრენინგკურსებს, ინოვაციურ პროექტებს, აქსელერაციის პროგრამებს, კონსულტაციას. ფაბლაბი 300-ზე მეტ სტარტაპს, მათ შორის სტუდენტურ სტარტაპებსაც, დაეხმარა განვითარებასა და პროტოტიპირების პროცესში. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით, დაზგა-დანადგარებით, ესენია: ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი, 3D პრინტერი, 3D სკანერი.
FACEBOOK გვერდი: www.facebook.com/FabLabIliauni
ელექტრონული ფოსტა: fablab@iliauni.edu.ge
ტელეფონი: +995 551 08 04 04
მისამართი: გ. წერეთლის ქ. N3, S კორპუსი, 101 აუდიტორია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია უნილაბი ილიაუნის პროფესორებსა და ლექტორებთან თანამშრომლობით ინოვაციურ პროექტებზე მუშაობს. უნილაბი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს სთავაზობს სასწავლო პრაქტიკულ კურსებს, საინტერესო მოხალისეობრივ პროგრამებსა და საინფორმაციო შეხვედრებს. კიბერლაბორატორია 2020 წელს დაარსდა. 2025 წლის დასაწყისისათვის უნილაბში ჩატარდა სასწავლო და პრაქტიკული ხასიათის 80 კურსი. მისმა პროგრამებმა გააერთიანა 595 სტუდენტი და 276 პროფესიული აქსელერაციის მონაწილე.
კურსების ჩამონათვალი
ვებგვერდი: https://unilab.iliauni.edu.ge/
Facebook: https://www.facebook.com/UniLabEdu
LinkedIn: https://www.linkedin.com/company/65815278/admin/dashboard/
YouTube: https://www.youtube.com/channel/UCqnKFIQm_TiHTqBHJt3Wy8w
Instagram: https://www.instagram.com/unilab_edu/
TikTok: https://www.tiktok.com/@unilab_edu
ელექტრონული ფოსტა: infounilab@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი დაარსდა 2020 წელს. 2021 წლის შემოდგომაზე კლუბი ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ოფიციალურ სტუდენტურ წევრად აღიარეს და მიენიჭა შესაბამისი სახელწოდებაც: American Society of Civil Engineers Ilia State University Student Chapter.
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, ამისთვის საჭიროა რეზიუმე ან CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: asce.iliauni@gmail.com
კლუბის მოქმედი პრეზიდენტი: ანდრია ბეჭვაია
ტელ.: 571 079 571
კლუბის ფეისბუქგვერდი: https://bit.ly/3tPGV85
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სტუდენტური კლუბი დაარსდა 2023 წლის დასასრულს. კლუბში გაწევრიანება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს;
ინგლისურ ენას უნდა ფლობდნენ B1,B2 დონეზე;
ამოცანებზე სამუშაოდ უნდა ფლობდნენ ალგებრის ძირითად საფუძვლებსა და ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის რიცხვებზე მუშაობის უნარი (ნამდვილი, ირაციონალური, რაციონალური რიცხვები და ა.შ.).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ან დაინტერესებული პირების ცოდნის გაღრმავება ელექტრონული ინჟინერიის შესახებ;
მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე ძველი ხელსაწყო-გაჯეტების გაუმჯობესება და ახლის დაპროექტება-დამზადება;
უნივერსიტეტის ინჟინერიის შესასწავლი დანადგარების ოპტიმალური გამოყენება, დამზადებული მოწყობილობების შეკეთება ან, თუ შეკეთებას არ ექვემდებარება, მათი დაშლა და ნაწილების ხელახლა გამოყენება.
ელფოსტაზე: giorgi.archaia.3@iliauni.edu.ge