უნივერსიტეტი, რომელიც ცოდნის, კვლევისა და განვითარების სივრცეს ქმნის
ილიაუნის თეატრი 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე. ის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია. 15 წლის განმავლობაში ილიაუნის თეატრმა ითამაშა 50-ზე მეტი პრემიერა, იმყოფებოდა არაერთ გასტროლზე ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ. მოიპოვა სხვადასხვა თეატრალური ფესტივალის პრიზები. პრემიერებთან ერთად თეატრში ხშირად მუშაობენ პროფესიულ და ახალგაზრდულ თეატრალურ პროექტებზე. სცენა ხშირად მასპინძლობს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსადმი მიძღვნილ მასტერკლასებს და სტუდენტურ ღონისძიებებს: პოეზიის საღამოებს, კონცერტებს, პრეზენტაციებს და სხვ.
თეატრის ბაზაზე 2021 წელს შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“. პროგრამა ინოვაციურია და მოიცავს სახელოსნოს პრინციპზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის ფარგლებშიც მომავალი მსახიობები და რეჟისორობი ურთიერთთანამშრომლობით ქმნიან თეატრალურ პროდუქტს. შესაბამისად, პროგრამა სწავლის შედეგების მისაღწევად საშუალებას აძლებს სტუდენტებს წარმართონ ცოცხალი პროცესი რეალურ თეატრალურ მოცემულობაში , რაც პასუხობსსაქართველოში საშემსრულებლო ხელოვნების მიმართ არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს და არა აქვს ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
ილიაუნის თეატრი თეატრალურ სეზონს სწავლის დაწყებასთან ერთად, ოქტომბრის პირველ კვირას ხსნის და ივნისის ბოლოს ხურავს. აფიშა და ინფორმაცია სპექტაკლების შესახებ ხელმისაწვდომია ილიაუნის თეატრის საიტზე – www.iliaunitheatre.ge
თეატრის ბილეთებზე მოქმედებს ფასდაკლების მოქნილი სისტემა როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის და დიდი ჯგუფებისთვის
ვებგვერდი: www.iliaunitheatre.ge
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/theatre.iliauni
ინსტაგრამი: iliauni_theatre
ელექტრონული ფოსტა: theatre@iliauni.edu.ge
ტელეფონი: (+995 32) 229 47 15 (სალარო)
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ეზო, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრალური კლუბი წარმოადგენს თეატრითა და ხელოვნების სხვა დარგებით (მუსიკა, დიზაინი, შემოქმედებითი წერა ან სხვ.) დაინტერესებულ სტუდენტთა გაერთიანებას. კლუბი ხელს უწყობს სტუდენტთა შემოქმედებითი ინტერესებისა და უნარების განვითარებას. კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ შემოქმედებით პროცესებში, მონაწილეობა მიიღონ სასცენო დადგმებში მათთვის საინტერესო პოზიციებზე და მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.
შემოგვიერთდით და გამოცადეთ შესაძლებლობები!
კლუბი გათვლილია როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ისე ყველა იმ სტუდენტისთვის, ვისაც მეცნიერება აინტერესებს. კლუბი ქმნის სივრცეს, რომელშიც ილიაუნის სტუდენტებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პოპულარიზაციის პროცესში და შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება.
ილიაუნის სტუდენტურ მომღერალთა გუნდი დაარსდა 2022 წლის ივლისში. გუნდში ერთიანდებიან ილიაუნის სხვადასხვა ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტები.
აკადემიური საგუნდო მუსიკის სიმღერა (სხვადასხვა ერის, სტილის, ჟანრისა და ეპოქის საგუნდო მუსიკის თხზულებები);
მონაწილეობა კონცერტებში, ფესტივალებში, კონკურსებსა და სხვა სახის ღონისძიებებში.
აკადემიური საგუნდო მუსიკის პოპულარიზაცია სტუდენტთა შორის;
გუნდის წევრთა მუსიკალური საშემსრულებლო უნარ-ჩვევების გამოვლენა და განვითარება;
აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ ღონისძიებებში (კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები და სხვ.);
ახალგაზრდა და ახალბედა კომპოზიტორ-შემსრულებლების ხელშეწყობა შემოქმედებითი და პროფესიული განვითარების კუთხით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის სტუდენტური კლუბი წარმოადგენს მუსიკით დაინტერესებულთა სტუდენტურ გაერთიანებას, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებს მუსიკალურ შესაძლებლობათა განვითარებასა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ხალხური სიმღერის გუნდი 2012 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ქართული ხალხური მუსიკით, საგალობლებით, მსოფლიო ხალხთა მუსიკით დაინტერესებული სტუდენტების გაერთიანება. გუნდის ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. გუნდის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტია მაია მინაშვილი.
✉ Folkmusic@iliauni.edu.ge
☏ 593 181 000
www.facebook.com/Chven
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცეკვის სტუდენტური კლუბი 2016 წელს შეიქმნა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსსა და ქორეოგრაფიულ ჩვენებაში.
კლუბის მიზანია ქართული ხალხური ცეკვებით დაინტერესებულ სტუდენტთა გაერთიანება, რათა მათ მიეცეთ საშუალება აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და ამას ერთად იმ საქმის კეთებისა, რომელიც უყვართ.
გიორგი ტაკიძე
giorgi.takidze.1@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტოხელოვნების მოყვარულთა სტუდენტურ კლუბში ფოტოგრაფიით დაინტერესებული სტუდენტები აიმაღლებენ ცოდნას ფოტოგრაფიაში, ჩაერთვებიან განსხვავებულ სახალისო ღონისძიებებში. კლუბი ღიაა ფოტოგრაფიით დაინტერესებული ყველა მსურველისთვის.
სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება; ცოდნის ამაღლება ფოტოგრაფიაში; აზრის გაზიარება; საინტერესო/სახალისო ღონისძიებების მოწყობა ქალაქში და ქალაქგარეთ; ფოტოკონკურსების ჩატარება სხვადასხვა თემაზე; პროექტებში მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად.
კლუბის წევრს უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ფოტოაპარატი აღჭურვილობით ან აღჭურვილობის გარეშე. სასურველია კლუბის წევრს ჰქონდეს ახალი ტელეფონი Night (iPhone-ში) და PRO ფუნქციებით (ანდროიდში).
კლუბის წევრი დაინტერესებული უნდა იყოს ფოტოგრაფიით და ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს მიმღებ პირს, რომელიც გასაუბრების საფუძველზე აღრიცხავს მას შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
ილიაუნის მუსიკის ცენტრი 2009 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანი სტუდენტისთვის ფართო, მრავალმხრივი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამუსიკო განათლების მიცემაა.
ცენტრი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამების მსგავს საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს. მუსიკის ცენტრის საბაკალავრო პროგრამებზე შეგიძლიათ შეისწავლოთ
მუსიკის ცენტრის ლექტორები დარგის საუკეთესო სპეციალისტები და გამოცდილი პედაგოგები არიან, მათ შორის ცენტრის დირექტორი ელექტროაკუსტიკური მუსიკის ხელმძღვანელი რეზო კიკნაძე, ჯაზის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, დოქტორი ირინე ებრალიძე, ეთნომუსიკოლოგები, პროფესორები ნინო მახარაძე და თამაზ გაბისონია, პიანისტი, პროფესორი ნინო მამრაძე და ბაროკოს მუსიკის სპეციალისტი ქეთევან შენგელია, მუსიკისმცოდნე, დოცენტი მანანა კორძაია და სხვები.
ცენტრის აღზრდილებს დღეს უკვე წარმატებული კარიერა აქვთ. მათ შორის არიან ხმის დიზაინერი ბესო კაჭარავა, რომელიც საკუთარ, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას ხელმღვანელობს; ილიაუნის ლექტორი, ელექტროაკუსტიკური კომპოზიტორი ქუჯი დავითულიანი; ჯაზ–გიტარისტი და კომპოზიტორი სოსო გელოვანი, რომელიც ბერკლის სამუსიკო კოლეჯში აგრძელებს სწავლას; პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ნათია ბერაია, ჯაზის და პოპ–მომღერალი მიშო ელიავა, ეთნომუსიკოლოგი ნანა მჟავანაძე და მრავალი სხვა
ცენტრი აქტიურ საკონცერტო–საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწევა. ყოველსემესტრულად ტარდება სტუდენტების საანგარიშო კონცერტები. ამასთან ერთად, ცენტრი იწვევს საინტერესო მუსიკოსებს ღია ლექციების, კონცერტების, მასტერ–კლასების ჩასატარებლად. 2016 წელსაც ცენტრს ბევრი სტუმარი ჰყავდა. მათ შორის კლასიკური მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, ჯაზის და კლასიკური პიანისტები გიორგი მიქაძე და ზურაბ კობახიძე (აშშ), კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, რუსი პიანისტი სერგეი პეტრაკოვი, იაპონელი მევიოლინე კენ აისო, ნიდერლანდური გუნდი Barbers and Bishops, შვეიცარიელი ეთნომუსიკოლოგი თომას ჰოიზერმანი, ავსტრიელი ჯაზ–აკორდეონისტები ათანას დინოვსკი და პაულ შუბერტი, ჰააგის სამეფო კონსერვატორიის სტუდენტები და სხვ.
rezo.kiknadze@iliauni.edu.ge
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი ჩამოყალიბდა 2007 წელს, მანამდე არსებული იმავე სახელწოდების კათედრის ბაზაზე, რომელიც, თავის მხრივ, ოცდაათწლიანი არსებობის ისტორიას ითვლის. ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული ფართო სპექტრის საგანმანათლებლო ერთეულია, რაც სავსებით შეესაბამება სახელოვნებო დარგების სწავლების ევროპულსა და ამერიკულ საუნივერსიტეტო მოდელებს. საქმიანობის ყველა ასპექტის მაღალ დონეზე განსახორციელებლად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი აერთიანებს სასწავლო ბაზით – სახელდობრ, ხატვის, ფერწერისა და პროგრამით გათვალისწინებული ყველა კომპოზიციისთვის საჭირო ინვენტარით – აღჭურვილ სახელოსნოებს.
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრმა შეიმუშავა ინტეგრირებული მიმართულებები, რომლებშიც გაერთიანებულია ურთიერთთავსებადი დარგები. ამგვარი ინტეგრაციით უზრუნველყოფილია მრავალმხრივი სპეციალისტის მომზადება. ამასთან, ცენტრში შემუშავდა სახელოვნებო დარგში სადიპლომო პროექტის შესრულების სრულიად ახლებური პრინციპი. სახელდობრ, იქმნება არა ინდივიდუალური, არამედ საერთო კონცეფციის მქონე ერთობლივი ჯგუფური პროექტები, რომლებშიც ერთიანდებიან სხვადასხვა სახელოვნებო დარგის სტუდენტები. ამგვარი თანამშრომლობა ხელს უწყობს სტუდენტთა ტრანსფერული უნარების წარმოჩენასა და მაღალი მხატვრული ხარისხის მქონე სადიპლომო ნამუშევრის შექმნას. მომავალში იგეგმება ამგვარი პროექტების შემდგომი დახვეწა-განვითარება და მათ განხორციელებაში უნივერსიტეტის სხვა სახელოვნებო ცენტრების სტუდენტთა ჩართვა, რაც ექსპერიმენტის სახით უკვე განხორციელდა 2010 წლის სადიპლომო ნამუშევრების დაცვის დროს ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებთან თანამშრომლობით.
თამარ ცაგარელი – საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი
tamar.tsagareli@iliauni.edu.ge
ილია ჭავჭავაძის გამზირი 32
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპ. D, ოთახი D 609