ფაბლაბ ილიაუნი არის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. ფაბლაბი ხელ უწყობს ქვეყანაში არსებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს ტრენინგკურსებს, ინოვაციურ პროექტებს, აქსელერაციის პროგრამებს, კონსულტაციას. ფაბლაბი 300-ზე მეტ სტარტაპს, მათ შორის სტუდენტურ სტარტაპებსაც, დაეხმარა განვითარებასა და პროტოტიპირების პროცესში. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით, დაზგა-დანადგარებით, ესენია: ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი, 3D პრინტერი, 3D სკანერი.
ფაბლაბ ილიაუნი გთავაზობთ
- სამუშაო სივრცეს თანამედროვე ტექნოლოგიებით;
- ილიაუნის გუნდსა და უნივერსიტეტის მოწინავე მკვლევრებთან თანამშრომლობით პრობლემების გადაჭრასა და იდეებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- სტარტაპებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობას;
- პროფესიულ და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპების დამზადებაზე მუშაობის პროცესში;
- საგანმანათლებლო ტრენინგკურსებსა და პროექტებს, მონაწილეობას ჰაკათონში, იდეათონსა და კრეათონში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
FACEBOOK გვერდი: www.facebook.com/FabLabIliauni
ელექტრონული ფოსტა: fablab@iliauni.edu.ge
ტელეფონი: +995 551 08 04 04
მისამართი: გ. წერეთლის ქ. N3, S კორპუსი, 101 აუდიტორია


