წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც რამდენიმე ფუნქციურ სივრცეს აერთიანებს. „ლიგამუსი“ ნებისმიერ მსურველს სთავაზობს: წიგნის მაღაზიას, კაფეს, სამკითხველო სივრცეებსა და ბიბლიოთეკას. წიგნის მოყვარულებს მაღაზიაში შეუძლიათ შეიძინონ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემები, ასევე სხვა პოპულარული და საინტერესო წიგნები ქართულ თუ უცხოურ ენებზე.
„ლიგამუსის“ სტუმრებს კაფესა და ტერასაზე საშუალება აქვთ, მიირთვან ცხელი თუ ცივი სასმელი ტკბილეულთან ერთად. ჩვენთან ხშირად ნახავთ ფინჯან ყავასთან საინტერესო თემებზე მოსაუბრე ლექტორებსა და სტუდენტებს. „ლიგამუსის“ ლიტერატურულ ოთახში საშუალება გაქვთ, მყუდრო და მშვიდ გარემოში იკითხოთ როგორც ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა, ასევე საინტერესო გამოცემები ხელოვნების მიმართულებით.
„ლიგამუსის“ საპრეზენტაციო სივრცეში რეგულარულად იმართება წიგნის პრეზენტაციები, საჯარო ლექციები, ლიტერატურული საღამოები, დისკუსიები, ტრენინგები, დაჯილდოების ცერემონიები და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება.
სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 10:00-დან 21:00 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ +995 322 220009 (260)
➳ ჭავჭავაძის გამზ. №32
✉ ligamus@iliauni.edu.ge
დაგვიმეგობრდი ფეისბუქზე
www.ligamus.iliauni.edu.ge


