ილიაუნის თეატრი 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე. ის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია. 15 წლის განმავლობაში ილიაუნის თეატრმა ითამაშა 50-ზე მეტი პრემიერა, იმყოფებოდა არაერთ გასტროლზე ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ. მოიპოვა სხვადასხვა თეატრალური ფესტივალის პრიზები. პრემიერებთან ერთად თეატრში ხშირად მუშაობენ პროფესიულ და ახალგაზრდულ თეატრალურ პროექტებზე. სცენა ხშირად მასპინძლობს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსადმი მიძღვნილ მასტერკლასებს და სტუდენტურ ღონისძიებებს: პოეზიის საღამოებს, კონცერტებს, პრეზენტაციებს და სხვ.