კვლევითი ლაბორატორიები

უნივერსიტეტი, რომელიც ცოდნის, კვლევისა და განვითარების სივრცეს ქმნის

კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები

ტექნოლოგიების სკოლის კორპუსში განთავსებულია კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის სამი სპეციალიზებული ლაბორატორია, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერული ინჟინერიისა და ელექტრული/ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებებზე. ლაბორატორიები აღჭურვილია მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების (Keysight, Tektronix, National Instruments) თანამედროვე საინჟინრო აპარატურით: ციფრული ოსცილოსკოპებით, სიგნალის გენერატორებით, ციფრული მულტიმეტრებითა და სხვა ხელსაწყოებით. აქ სტუდენტები თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევენ – ქმნიან წრედებს, ამუშავებენ ციფრულ სისტემებს და აგებენ რეალურ საინჟინრო პროექტებს.

T201 – სტუდენტური პროექტების ლაბორატორია (Student Design Project Lab)

ლაბორატორია ღიაა კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულების ყველა სტუდენტისთვის. აქ ისინი პრაქტიკულად ახორციელებენ საკუთარ საინჟინრო პროექტებს – იდეიდან მზა პროტოტიპამდე. ლაბორატორიაში ასევე ხორციელდება დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი (Senior Design Project). სივრცე აღჭურვილია პროტოტიპირებისთვის საჭირო ტექნიკით: 3D პრინტერებით, CNC და ლაზერული ჩარხებით, სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოებით, PCB დაფების Pick and Place მანქანით, Reflow Oven-ით, სხვადასხვა აპარატურითა და ელექტრომექანიკური ინსტრუმენტებით.

T202 – წრედების ანალიზის ლაბორატორია (Circuit Analysis Lab)

ლაბორატორია განკუთვნილია ელექტრული წრედების, სიგნალებისა და ენერგეტიკული სისტემების შესწავლისთვის. სტუდენტები პრაქტიკულად ეცნობიან, თუ როგორ მოძრაობს დენი წრედებში, როგორ მუშაობს საზომი ხელსაწყოები და როგორ ხდება ელექტროენერგიის გარდაქმნა და გადაცემა.

T203 – ციფრული ელექტრონიკის ლაბორატორია (Digital Electronics Lab)

ლაბორატორია განკუთვნილია ციფრული სისტემების, მიკროკონტროლერებისა და სიგნალების ციფრული დამუშავების შესწავლისთვის. სტუდენტები პრაქტიკულად ეცნობიან, როგორ იქმნება ციფრული მოწყობილობები, როგორ იწერება კოდი FPGA ჩიპებისთვის, როგორ მუშაობს ჩაშენებული სისტემები და როგორ ხდება ციფრული სიგნალების დამუშავება და გადაცემა.

სამოქალაქო ინჟინერიის ლაბორატორიები

ტექნოლოგიების სკოლის კორპუსში განთავსებულია გამოყენებითი ჰიდრავლიკისა და მყარი სხეულების მექანიკის ლაბორატორიები, რომლების განკუთვნილია სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამების სტუდენტებისთვის. ლაბორატორიები აღჭურვილია მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების (G.U.N.T. Hamburg და MTS) თანამედროვე საინჟინერო დანადგარებით.

T206 – გამოყენებითი ჰიდრავლიკის ექსპერიმენტული ლაბორატორია

ლაბორატორია განკუთვნილია გამოყენებითი ჰიდრავლიკის ფიზიკური მოდელირებისთვის. სტუდენტები ახორციელებენ სითხის მექანიკის ფუნდამენტური კანონის, ბენრულის პრინციპის მოდელირებას. წინასწარ გამოთვლილი შედეგების პრაქტიკაში გადამოწმებას. ლაბში ასევე ხორციელდება ტავისუფალი ზედაპირის დინების მოდელირებას, ტურბულენტური დინების მოდელირებას ღია არხში. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ჰიდრავლიკურ მოდელირებას. კავიტაციის ეფექტის. ნალექების მოდელირებას. მილსადენებში სითხის მოძრაობის და დანაკარგების გამოთვლას. სტუდენტებს შეუძლიათ პრაქტიკაში ნახოს სიტხის მოძრაობის კანონები.

 

T105 – მყარი სხეულების მექანიკის ექსპერიმენტული ლაბორატორია

ლაბორატორია განკუთვნილია მყარი სხეულების მექანიკის ფიზიკური მოდელირებისთვის. სტუდენტები ახორციელებენ დანადგარებზე კუმშვა გაჭიმვის ტესტებს, ღუნვას, ბეტონის კუბების გამოცდას. ასევე სტუდენტები ახდენენ დანადგარებზე კოჭების და სვეტების მოდელირებას დატვირთვების ქვეშ. ამ დანადგარებზე სტუდენტები ეცნობიან თუ როგორ მუშაობს კონსტრუქციული ელემენტები, რა თვისებებს ავლენენ. ასევე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა პრაქტიკაში იხილონ კუმშვა-გაჭიმვის, ღუნვის, გრეხის და მდგრადობის დაკარგვის ეფექტები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში განთავსებულია:

Salis სასწავლო ლაბორატორია G კორპუსი V სართული

ლაბორატორიაში ფიზიკის, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მომავალი მასწავლებლები სწავლების სრულიად ახალ მეთოდებს ეუფლებიან. ლაბორატორიაში სწავლება  ეფუძნება  თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევებს.  სენსორული ტექნოლოგიებით (PASCO) აღჭურვილ გარემოში სტუდენტები თავად ატარებენ ექსპერიმენტებს და ქმნიან ინოვაციურ საგაკვეთილო რესურსებს. აქ მომავალი პედაგოგები ასევე ეუფლებიან „ იაფი ტექნოლოგიების“ მიდგომას – სწავლობენ, როგორ შექმნან  ეფექტური სასწავლო გარემო მინიმალური რესურსებით, რათა  მეცნიერება ყველასთვსი ხელმისაწვდომი გახდეს.

ბიოქიმიის და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია ( G 201, 204, 211, 212)

აქ იკვლევენ ეპილეფსიის, გაფანტული სკლეროზის, იშემიისა და დეპრესიის მოლეკულურ მექანიზმებს. ილიაუნის მკვლევრები შეისწავლიან მეხსიერების ფორმირების საიდუმლოებებს და ადგენენ რა კავშირშია  ჩვენი ნაწლავის მიკროფლორა ნერვულ და იმუნურ სისტემებთან. პარალელურად ლაბორატორია იკვლევს ტოქსიკურ ნაერთებსა და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს თანამედროვე ტესტ-სისტემების შესაქმენალდ გარემოსა და კვების უსაფრთხოებისთვის.

ენტემოლოგიის ლაბორატორია (G 308)

ენტემოლოგიისა და მცირე ხერხემლიანთა ლაბორატორია ეკოლოგიური მეცნიერებებისა და ბიომრავალფეროვნების კვლევის ერთ-ერთი ძირიტადი საყრდენია. აქ მეცნიერები მიკროსკოპულ და გენეტიკურ  დონეზე  იკვლევენ საქართველსაო და კავკასიის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. მკვლევარები მუშაობენ  ახალი სახეობების აღწერასა  და მათი წარმოშობის საიდუმლოებების  ამოხსნაზე. პარალელურად ლაბორატრია აფასებს ეკოსისტემის მსგარდობის ინდიკატორებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნებრივი გამეროს შესანაჩუნებლად.

ზოოლოგიის ლაბორატორია (შავი ზღვის კვლევები) (G313)

ზოოლოგიის ლაბორატორია ცხოველტა ქცევასა და ეკოლოგიურ პროცესებს იკვლევს. აქ მეცნიერები შეისწავლიან:

  • შავი ზღვისა და ხმელეთის მსხვილი ძუძუმწოვრების ცხოველმყოფელობის შედეგად დატოვებულ ნიშნებს
  • ამზადებენ პრეპარატებს გამორიყული დელფინების ქსოვილებისგან
  • კომპიუტერულად ამუშავებენ შავ ზღვაში განთავსებული აკუსტიკური მოწყობილობების მიერ ჩაწერილ ინფორმაციას

მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია (G კორპუსი III სართული)

აქ ხდება დნმ-ის გამოყოფა და სექვენირება სხვადასხვა თანამედროვე მეთოდით, რაც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ კავკასიის  ბიომრავალფეროვნების წარმოშობა და ზუსტად დავათარიღოთ ევოლუციური განვიტარების ეტაპები. ლაბორატორიაში მიმდინარეობს გენეტიკური მრავალფეროვნების კომპლექსური შეფასება, რაც საფუძვლად უდევს ევოლუციური პროცესების რეკონსტრუქციას. აქ სტუდენტები იძენენ მაღალტექნოლოგიურ უნარებს და თავად  ხდებიან იმ სამეცნიერო სფეროს ნაწილი, რომელიც რეგიონში გენეტიკური კვლევების წინსვლას განაპირობებს.

მედიცინის კვლევითი ლაბორატორია (G კორპუსი, IV სართული)

მედიცინის კვლევით ლაბორატორიაში საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ, მოლეკულურ დონეზე, ბრძოლა  უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

მედიცინის სკოლის და მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია არის პლატფორმა, სადაც ხორციელდება როგორც ფუნდამენტური, ასევე ტრანსლაციური კვლევები სტუდენტების და დოქტორანტების აქტიური მონაწილეობით. ლაბორატორიაში შექმნილია პაციენტების ბიობანკი, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკური ნიმუშების სისტემატიზაციას და მათ გენეტიკურ ანალიზს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების მოლეკულური მექანიზმების შესასწავლად. კვლევითი მიმართულებები მოიცავს პანკრეასის კიბოსა და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებების ექსპერიმენტულ და ტრანსლაციურ შესწავლას, ასევე დიაბეტის მართვის ინოვაციურ მიდგომებს, მათ შორის პანკრეასის კუნძულების ტრანსპლანტაციის ექსპერიმენტულ მოდელირებას. აღნიშნული საქმიანობა მიზნად ისახავს როგორც დაავადებების პათოგენეზის ღრმა გააზრებას, ისე ახალი დიაგნოსტიკური და თერაპიული სტრატეგიების განვითარებას.

დენდროლაბი (G 406)

დენდროლაბში მკვლევრები მუშაობენ ტყის მართვისა და კონსერვაციის ინოვაციური მოდელების შექმნაზე.  ლაბორატორია ახორციელებს  ინვაზიური (უცხო) სახეობების ინვენტარიზაციას, აფასებს მათ გავლენას ჩვენს ბუნებაზე და შეიმუშავებს მავნებლების კონტროლის ეფექტურ გზებს. ამასთან, დენდროლაბი მუდმივად აკვირდება იშვიათ სახეობებს, რათა თავდიან ავიცილოთ მათი გაქრობა. სტუდენტები პრაქტიკულ გარემოსდაცვით პროექტებში ერთვებიან და სწავლობენ ქვეყნის  ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვას.

ფიზიკის ლაბორატორია ( G 505)

ფიზიკის ლაბორატორიაში სამყაროს ფუნდამენტური კანონები ექსპერიმენტებით მოწმდება. მეცნიერება მრავალ შრეს შეისწავლის მექანიკიდან და მოლეკულური ფიზიკიდან ოპტიკამდე, ელექტროობამდე და ატომურ თუ ბირთვულ ფიზიკამდე. ლაბორატორიაში შექმნილია თანამედროვე ექსპერიმენტული გარემო როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი კვლევებისთვის.

ძილის ლაბორატორია ( G 510)

ძილის ლაბორატორიაში ადამიანის ძილ-ღვიძილის ციკლს მეცნიერული სიზუსტით სწავლობენ. ეს არის უნიკალური პლატფორმა  სტუდენტებისთვის ნეირომეცნიერებაში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. ლაბორატორიის მუშაობა პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე – ძილის პროცესების უკეთ გაგება ნიშნავს ეკეთეს დიაგნოსტიკასა და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

გარეულ ცხოველთა დაავადებებეის კვლევითი ცენტრი

გარეულ ცხოველთა დაავადებებეის კვლევით ცენტრში  გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე მუშაობენ. აქ მეცნიერები იკვლევენ  პათოგენებს ველურ ბუნებაში – ფრინველებიდან შავი ზღვის ბინადრებამდე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზოონოზურ დაავადებებ, ინფექციებს, რომლებიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის. ცენტრი იკვლევს დაავადების გავრცელების გზებს და რისკებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ადამიანებისთვის, ისე საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა სახეობების გადასარჩენად. აქ სტუდენტები ეპიდემიოლოგიურ და გენომურ კვლევებში მონაწილეობით სწავლობენ, როგორ დაიცვან მსოფლიო უხილავი ბიოლოგიური საფრთხეებისგან.