2026 წელს ილიას განათლების ფესტივალი საქართველოს 9 რეგიონსა და 15 ქალაქს – წნორს, ყვარელს, გორს, ქუთაისს, ზუგდიდს, ფოთს, ოზურგეთს, ბათუმს, ახალციხეს, რუსთავს, ხაშურს, ამბროლაურსა და მესტიას – ესტუმრა. ფესტივალმა გააერთიანა ბევრი აბიტურიენტი, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანი.
ფესტივალის მთავარი მიზანი იყო მეცნიერების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობების გაცნობა ინტერაქციული, პრაქტიკული და სახალისო ფორმით.
ილიაუნის მკვლევრებმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა ფესტივალის სტუმრებს ჰუმანოიდ ატომთან ერთად გააცნეს მეცნიერების სხვადასხვა მიმართულება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქიმიური ბიოლოგიის, თანამედროვე ტექნოლოგიების, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების, ასტროფიზიკის, პლანეტარიუმის, ეკოლოგიის, ზოოლოგიის, სამოქალაქო ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების კარვები – ღია ლაბორატორიები, რომლებშიც მეცნიერება აღმოჩენებისა და ექსპერიმენტების სამყაროდ იქცა.















