ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია უნილაბი ილიაუნის პროფესორებსა და ლექტორებთან თანამშრომლობით ინოვაციურ პროექტებზე მუშაობს. უნილაბი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს სთავაზობს სასწავლო პრაქტიკულ კურსებს, საინტერესო მოხალისეობრივ პროგრამებსა და საინფორმაციო შეხვედრებს. კიბერლაბორატორია 2020 წელს დაარსდა. 2025 წლის დასაწყისისათვის უნილაბში ჩატარდა სასწავლო და პრაქტიკული ხასიათის 80 კურსი. მისმა პროგრამებმა გააერთიანა 595 სტუდენტი და 276 პროფესიული აქსელერაციის მონაწილე.
კიბერლაბორატორია უნილაბის მიზნებია
- ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანის დახმარება და ტექნოლოგიურ სფეროში თვითგანვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნის მიცემა;
- ილიაუნის ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნა;
- მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზება და მათი დაინტერესება ტექნოლოგიებითა და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლით;
- ილიაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჭირო პროექტების, პლატფორმებისა და აპლიკაციების შექმნა.
კურსების ჩამონათვალი
- ციფრული კომუნიკაციები
- Front-end (HTML, CSS)
- Python დეველოპმენტი
- ICT პროექტების მართვა
- გრაფიკული დიზაინი
- UI/UX დიზაინი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებგვერდი: https://unilab.iliauni.edu.ge/
Facebook: https://www.facebook.com/UniLabEdu
LinkedIn: https://www.linkedin.com/company/65815278/admin/dashboard/
YouTube: https://www.youtube.com/channel/UCqnKFIQm_TiHTqBHJt3Wy8w
Instagram: https://www.instagram.com/unilab_edu/
TikTok: https://www.tiktok.com/@unilab_edu
ელექტრონული ფოსტა: infounilab@iliauni.edu.ge








