კულტურათაშორისი ურთიერთობები
უნივერსიტეტი, რომელიც ცოდნის, კვლევისა და განვითარების სივრცეს ქმნის
ფრანკოფონული სტუდენტური კლუბი
კლუბის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანკოფონული კლუბი უზრუნველყოფს ილიაუნის სტუდენტებისათვის ფრანგული ენისა და კულტურის, ასევე ფრანგულენოვანი სამყაროს პოპულარიზებას, გაცნობასა და წახალისებას, ასევე სტუდენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ღონისძიებათა ორგანიზებაში გამოცდილების მიღებას. კლუბი ღიაა როგორც ქართულენოვანი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისათვის, შესაბამისად, არ გვაქვს ენობრივი ბარიერი, მთავარია სტუდენტი დაინტერესებული იყოს ფრანკოფონული სამყაროთი.
კლუბი საინტერესო ღონისძიებებით ხელს უწყობს სტუდენტური ცხოვრების წახალისებასა და გამრავალფეროვნებას.
მიზნები:
- სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება;
- ფრანგული ენის, კულტურის, ისტორიის, ზოგადად, ფრანკოფონული სამყაროს პოპულარიზაცია, წახალისება და გაცნობა;
- მულტიკულტურული გარემოს გაუმჯობესება;
- საჯარო ლექციების, შეხვედრების, კინოჩვენებების, დებატების, ჩემპიონატების და სხვა იმ ღონისძიებათა ორგანიზება, რომლებიც დაკავშირებული იქნება ამ მიმართულებასთან;
- საერთო ინტერესების მქონე უნივერსიტეტის სტუდენტთა შეკრება.
ახალი წევრების მიღების პირობები:
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ილიაუნის ნებისმიერი მიმართულების მოქმედ ან ყოფილ სტუდენტს;
მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს მიმღებ პირებს, რის შემდეგაც ის ავტომატურად მიღებული იქნება და აღირიცხება მონაცემთა ბაზაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მეილი: francophonobailiuani@gmail.com
სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/profile.php?id=61553720896050
გერმანული ენის სტუდენტური კლუბი
კლუბის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის სტუდენტური კლუბი ხელს უწყობს ილიაუნის სტუდენტებს, უკეთ გაეცნონ გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურას. კლუბის მიერ ორგანიზებული პროექტების მიზანია საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და კულტურული გამოცდილების გაზიარება.
მიზნები
- გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობა;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გერმანული ენის ცოდნის გაღრმავება;
- საჯარო ლექციების, დისკუსიების, კინოჩვენებების, პოეზიის დღისა და ვორკშოპების გერმანულ ენაზე ორგანიზება;
- არაფორმალური გარემოს შექმნა, სადაც სტუდენტები შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობის გაღრმავებას.
კლუბში გაწევრიანების წესები
გაწევრიანება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც ქართულენოვანი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებს. საკმარისია, მსურველმა შეავსოს მოკლე სარეგისტრაციო ფორმა ან მიმართოს საკონტაქტო პირებს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: D_Studentenclub@iliauni.edu.ge
ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/share/1BCnh5NVg1/?mibextid=wwXIfr
იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბი
კლუბის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბი ხელს უწყობს ილიაუნის სტუდენტებს უკეთ შეისწავლონ იაპონური კულტურა და ენა, გაიცნონ და დაუახლოვდნენ ამ თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტებს და შეიძინონ ღონისძიებათა ორგანიზების გამოცდილება. კლუბი ეცდება უნივერსიტეტის წლები სტუდენტებისთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გახადოს.
მიზნები
- სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება;იაპონური კულტურის, ენისა და ისტორიის პოპულარიზაცია და გაცნობა;
- მულტიკულტურული გარემოს გაუმჯობესება;
- საჯარო ლექციების, შეხვედრების, კინოჩვენებების, ვორკშოპებისა და იაპონურ კულტურასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;
- საერთო ინტერესების მქონე სტუდენტთა შეკრება.
ახალი წევრების მიღების პირობები
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ილიაუნის ნებისმიერი მიმართულების მოქმედ ან ყოფილ სტუდენტს;
მსურველებმა წერილობით უნდა მიმართონ მიმღებ პირებს, რის შედეგადაც ისინი გაწევრიანდებიან კლუბში და აღირიცხებიან მონაცემთა ბაზაში.
ანიმეს მოყვარულთა სტუდენტური კლუბი
შესახებ
2023 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ანიმეს მოყვარულთა სტუდენტური კლუბი. კლუბის მიზანია ანიმეს მოყვარულთათვის სტუდენტური წლები გავხადოთ დასამახსოვრებელი და სასიამოვნო. კლუბი ანიმეს მოყვარულ სტუდენტებს დაეხმარება საერთო ინტერესებისა და შეხედულებათა მქონე ადამიანების გაცნობაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
სამხრეთ კორეული კულტურის სტუდენტური კლუბი
შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხრეთ კორეული კულტურის სტუდენტური კლუბი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და კორეული ენის სტუდენტებმა 2021 წლის 27 დეკემბერს დააარსეს. კლუბის მიერ ორგანიზებული პროექტები მოიცავს როგორც კლუბის წევრებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს, ასევე ღონისძიებებს, რომლებშიც ილიაუნის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა. კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- ვორკშოპები და მასტერკლასები
- ტაეკვანდო
- საჯარო ლექციები
- გასვლითი პროექტები
მიზნები
- სამხრეთ კორეის კულტურით დაინტერესებულ ნებისმიერ სტუდენტს ხელი შეუწყოს ცოდნის გაღრმავებაში;
- სტუდენტებს კულტურული აქტივობების გამოცდის საშუალება მისცეს;
- გაავრცელოს პოპულარობა გაუგებარია და მეტი ადამიანი დააინტერესოს სამხრეთ კორეის კულტურით;
- შექმნას აქტიური, მეგობრული და გამომწვევი გარემო, რომელშიც სტუდენტები მუდმივად განვითარდებიან და გაიზრდებიან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: kstudentclub@iliauni.edu.ge
Facebook: https://bit.ly/3XkSOAv
TikTok:https://bit.ly/3ACacad