ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური სივრცეები შექმნილია იმისთვის, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ სასწავლო ადგილი არ იყოს – არამედ გარემო, სადაც შეგიძლიათ იმუშაოთ, დაისვენოთ, გაიცნოთ ახალი მეგობრები და გაატაროთ დრო ლექციებს შორის. თანამედროვე ინტერიერით, ფერადი ავეჯითა და მრავალფეროვანი ზონებით, ეს სივრცეები სრულად მორგებულია სტუდენტების ყოველდღიურ საჭიროებებსა და რიტმს.
რას დაგხვდებათ სტუდენტურ სივრცეებში?
● კომფორტული სამუშაო და სასწავლო ზონები – ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისთვის;
● არაფორმალური გარემო – პუფები, საქანელები და დასასვენებელი კუთხეები;
● მეგობრული ატმოსფერო – ახალი ადამიანების გაცნობისა და იდეების გაზიარებისთვის;
● მრავალფუნქციური სივრცე – როგორც კონცენტრაციისთვის, ისე განტვირთვისთვის.
სტუდენტური სივრცეები ღიაა ყველა სტუდენტისთვის – შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი სწავლისთვის, შეხვედრებისთვის, პროექტებზე მუშაობისთვის ან უბრალოდ მცირე პაუზისთვის დატვირთული დღის განმავლობაში.
































